შარლ VIII (საფრანგეთი)
From Wikipedia, the free encyclopedia
შარლ VIII დე ვალუა (ფრანგ. Charles VIII de Valois) მეტსახელად მაიმუნი (ფრანგ. l'Affable) (დ. 30 ივნისი, 1470, ამბუაზი, საფრანგეთი - გ. 7 აპრილი, 1498, ამბუაზი, საფრანგეთი) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე 1483-1498 წლებში. საფრანგეთის მეფე ლუი XI-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ შარლოტა სავოიელის ვაჟი. მისი მცირეწლოვანების გამო 1483-1491 წლებში საფრანგეთს მისი და, რეგენტი ანა ვალუა მართავდა. ანას მმართველობისას ფრანგმა დიდგვაროვნებმა სცადეს ცენტრალური ხელისუფლების დამხობა და ქვეყნის დანაწილება, რაც ცნობილია როგორც შეშლილი ომი (1485-1488), თუმცა ანამ ისინი დაამარცხა და დააპატიმრა.
შარლ VIII | |
---|---|
საფრანგეთის მეფე | |
კორონაცია: | 30 მაისი 1484, რეიმსი |
მმართ. დასაწყისი: | 30 აგვისტო 1483 |
მმართ. დასასრული: | 7 აპრილი 1498 |
წინამორბედი: | ლუი XI |
მემკვიდრე: | ლუი XII |
რეგენტი: |
ანა ვალუა (1483-1491) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 30 ივნისი 1470 |
გარდ. თარიღი: | 7 აპრილი 1498 (27 წლის) |
მეუღლე: | ანა ბრეტონელი |
შვილები: | შარლ ორლანდო ვალუა |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | ლუი XI |
დედა: | შარლოტა სავოიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
1491 წელს შარლი დაქორწინდა საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ის ცოლ ანა ბრეტონელზე. მასზე ქორწინების გამო შარლს მაქსიმილიანისთვის ვრცელი ტერიტორიების დათმობა მოუხდა. ამ ქორწინების წყალობით ბრეტანი საფრანგეთს შეუერთდა.
როგორც ნეაპოლის მეფე რენე I-ის შვილიშვილი აცხადებდა პრეტენზიას ნეაპოლის მეფობაზე, რასაც 1494 წელს მოჰყვა იტალიური ომების დაწყება, რომელიც 1559 წლამდე გაგრძელდა. შარლმა დროებით შეძლო ნეაპოლის ტახტზე ასვლა თუმცა მალევე გამოაძევეს იტალიიდან.
მისი უმემკვიდრეოდ გარდაცვალების შემდეგ, 1498 წელს შეწყდა ვალუას დინასტიის ძირითადი შტო და ლუი XII-ის სახით გამეფდნენ ვალუა-ორლეანები.