ყუბაჩელები
From Wikipedia, the free encyclopedia
ყუბაჩელები — დაღესტნის მთაში მცხოვრებ მცირერიცხოვან ეთნოსებს შორის ყუბაჩელებს გამორჩეული ადგილი უკავიათ. ისინი ერთ სოფელში ყუბაჩში მკვიდრობენ, რომელიც ზღვის დონიდან 1500-1750 მ-ის სიმაღლეზეა. დასახლება მთის ციცაბო ფერდობზეა შეფენილი. საბჭოთა ხელისუფლების დროს ყუბაჩელებს დარგუელებად წერდნენ. გამონაკლისი მხოლოდ 1926 წლის აღწერა იყო, როდესაც მათ ეთნიკური თავისთავადობა არ დაუკარგეს. ამ აღწერით, ყუბაჩელების რაოდენობა 2357 კაცი იყო. 1995 წელს სოფელში 2230 ყუბაჩელი ცხოვრობდა. შეფასებითი მონაცემებით, ყუბაჩს გარეთ, ისინი კავკასიისა და შუა აზიის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებშიც ცხოვრობენ, სადაც მათი რაოდენობა 3 ათას კაცს აჭარბებს (მთელი ყუბაჩელების 61,2%).