From Wikipedia, the free encyclopedia
„ყინულის სფინქსი“ (ფრანგ. Le Sphinx des glaces) — ფრანგი მწერლის, ჟიულ ვერნის სათავგადასავლო ჟანრის რომანი. გამოიცა 1897 წელს, პარიზში. წიგნში აღწერილია გემ „ჰალბრეინის“ ხიფათებით აღსავსე მოგზაურობა. გემს დაემგზავრება ამერიკელი ჯორლინგი, რომელიც წიგნის მთავარი პერსონაჟია.
ყინულის სფინქსი | |
---|---|
საერთო სათაური | ყინულის სფინქსი |
ჟანრი | სათავგადასავლო |
ავტორი | ჟიულ ვერნი |
მშობლიური ენა | ფრანგული |
დაწერილია | 1897 |
დაწერის ადგილი | საფრანგეთი |
გამოცემულია | 1897 |
ქართულად თარგმნა | მერაბ ფიფიამ |
წინა | Clovis Dardentor |
შემდეგი | The Mighty Orinoco |
რომანი ქართულად პირველად 2010 წელს, გამომცემლობა პალიტრა L-მა გამოსცა, ხოლო მთარგმნელი მერაბ ფიფია იყო.
რომანი ედგარ ალან პოს რომანის, „არტურ გორდონ პიმის თავგადავლის“ ერთგვარი გაგრძელება. თუმცა სულაც არაა აუცილებელი გქონდეს პოს ნაწარმოები წაკითხული იმისთვის, რომ წიგნის შინაარსი კარგად გაიგო.
მოქმედება იწყება 1839 წელს, კერგელენის კუნძულებზე. რომანი პირველ პირშია მოთხრობილი და ამბავს ჰყვება ბატონი ჯორლინგი. ის ელოდება გემს, რათა დაბრუნდეს მშობლიურ ამერიკაში. იმ სასტუმროს მეპატრონე, რომელშიც იგი ცხოვრობს, ეუბნება მას, რომ აუცილებლად მოვა შხუნა „ჰალბრეინი“, რომლის კაპიტანსაც, ლენ გაის იგი იცნობს. ის ამტკიცებს, რომ ლენი ჯორლინგს დაეხმარება სამშობლოში წასვლაში.
„ჰალბრეინის“ კაპიტანი თავიდან უარზეა. მას არ სურს აიყვანოს მგზავრი, მაგრამ გემის ბოცმანის დაჟინებული მოთხოვნით ჯორლინგი შხუნაზე ავა. ჯორლინგს თავდაპირველად გადაწყვეტილი აქვს, რომ გემს გაჰყვეს ფოლკლენდის კუნძულებამდე, მაგრამ ის აზრს შეიცვლის.
ლენ გაი მას უმტკიცებს, რომ არტურ გორდონ პიმი მართლაც არსებობდა და საერთოდ ყველა, ვინც პოს ჰყავს მოხსენიებული. უილიამ გაი, პარკერი, დირკ პეტერსონი, პატერსონი და სხვანი. მეტიც, შემდეგში აღმოჩნდება, რომ რომანში არსებული გემის „ჯეინის“ კაპიტანი უილიამ გაი ლენის ძმაა.
ზღვაში ისინი იპოვიან პატერსონის გვამს. მისი ჩანაწერები მთელ ეკიპაჟს დაარწმუნებს, რომ ყოველი მოვლენა, რაც წიგნშია, სიმართლეა. ლენი კი გადაწყეტს წავიდეს და დაეხმაროს ძმასა და 5 მეზღვაურს, რომელიც კუნძულ ცალალზე ეგულება.
ცოტა ხანში, ხანგრძლივი ექსპედიიციისთვის მზადების დროს, ლენი 20-მდე მეზღვაურს აიყვანს. მათ შორისაა ჰანტი, რომელიც ძალიან სიტყვაძუნწი და ამავდროულად, ძალიან გამოცდილი და კარგი მეზღვაურია. ის მომავალში არტურ პიმის თანამგზავრი, სიკვდილს სასწაულად გადარჩენელი დირკ პეტერსონი აღმოჩნდება.
მოგზაურობაში მათ მრავალი ხიფათისა და იმედგაცრუების გადატანა მოუხდებათ: ცალალზე ვერ იპოვიან კაპიტანსა და მეზღვაურებს, აისბერგზე შეჯახების შედეგად „ჰალბრეინი“ ჩაიძირება, ლენს უღალატებს ეკიპაჟი მეზღვაურ ჰირნის მეთაურობით, რომლებიც კანჯოს გაიტაცებენ და გაიქცევიან. მაგრამ ისინი წამითაც არ კარგავენ იმედს, რომ უილიამ გაის მიაგნებენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.