ყველაფერი დედაჩემის შესახებ
From Wikipedia, the free encyclopedia
„ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ (ესპ. Todo sobre mi madre) — ესპანელი კინორეჟისორ პედრო ალმოდოვარის 1999 წლის დრამა. ფილმის სცენარი ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა შიდსი, ტრანსვესტიზმი, ნდობა, სიცოცხლე. ფილმის სიუჟეტი მომდინარეობს ალმოდოვარის მანამდე გადაღებული ფილმის „ჩემი საიდუმლოს ყვავილი" სცენარიდან, სადაც სტუდენტი ექიმები იწვრთნებიან, თუ როგორ დაარწმუნონ ჭირისუფლები ნება დართონ, მათი დაღუპული ნათესავის საღი ორგანო გამოიყენონ ტრანსპლანტაციისთვის. ამ ფილმშიც მთავარ როლში არის დედა, რომლის ერთადერთი შვილი იღუპება ავარიის შედეგად.
სწრაფი ფაქტები „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“, რეჟისორი ...
„ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ | |
---|---|
![]() | |
რეჟისორი | პედრო ალმოდოვარი |
პროდიუსერი | მიშელ რუბენი, ავგუსტინ ალმოდოვარი |
სცენარისტი | პედრო ალმოდოვარი |
როლებში |
სესილია როთი მარისა პარედესი ანტონია სან ხუანი პენელოპე კრუსი სანდელა პენია |
კომპოზიტორი | ალბერტო იგლესიასი |
დისტრიბუტორი |
Sony Pictures Classics ![]() Warner Sogefilms ![]() |
ხანგრძლივობა |
104 წთ 101 წთ[1] (აშშ ვერსია) |
ქვეყანა | ესპანეთი |
ენა | ესპანური |
ბიუჯეტი | 600 მილიონი პესეტა (4 989 091 აშშ დოლარი) |
შემოსავალი | 67 872 296 აშშ დოლარი |
დახურვა