ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომი
From Wikipedia, the free encyclopedia
ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომი — 2003 წლის 18 ნოემბერს ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ სიის სახით გამოცემული სტატია, სადაც შესულია ხმის ჩაწერის მთელი ისტორიის მანძილზე შექმნილი საუკეთესო მუსიკალური ალბომები. სიის შექმნაში მონაწილეობა მიიღო 273-მა ადამიანმა, რომელთა შორისაც იყვნენ ცნობილი მუსიკოსები, კრიტიკოსები, პროდიუსერები და სხვა გავლენიანი პირები მუსიკალურ ინდუსტრიაში — ყოველმა მათგანმა ჟურნალს შესთავაზა თავისი საყვარელი 50 ალბომი. ხმის მიცემის შედეგებს აქვეყნებდა კომპანია Ernst & Young, მისმა ექსპერტებმა ამ მოვლენისათვის საგანგებოდ შეიმუშავეს შედეგების დათვლის განსაკუთრებული სისტემა, რის დახმარებითაც დამუშავებულ იქნა 1600-ზე მეტი განსხვავებული დასახელება. მიღებულ სიას არ გააჩნდა ჟანრობრივი შეზღუდვები, მის პუნქტებს შორის შეხვდებით პოპს, როკს, პანკს, სკას, მძიმე მეტალს, სოულს, ბლიუზს, ფოლკს, ჯაზს, ჰიპ-ჰოპს და აგრეთვე, ამ სტილთა სინთეზის ყველანაირ ვარიანტს. 2005 წელს სია გამოიცა წიგნის სახით. ეს ვარიანტი წინა ვარიანტისაგან ბევრით არ განსხვავდებოდა — მასში დამატებულ იქნა სტივენ ვან ზანდტის მიერ დაწერილი შესავალი.
ქვემოთ მოყვანილია „როლინგ სტოუნის“ მიერ გამოქვეყნებული სიის ნაწილი.