ქორონიკონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ქორონიკონი, ქორინიკონი (ბერძ. Χρόνος — დრო, ჟამი, წელიწადი) — საქართველოში დამკვიდრებული „სამყაროს შექმნიდან“ მოდელის სხვადასხვა წელთაღრიცხვის სისტემების საერთო სახელწოდება, რომლებიც წარმოდგენილი იყო დიდი ინდიქტიონის მოქცევებით. ქართულ ისტორიულ წყაროებში გამოიყენებოდა ერთმანეთის პარალელურად როგორც ანდრია ბიზანტიელის 5604-წლიანი, ისე 5508-წლიანი და სხვა წელთაღრიცხვის სისტემები.