From Wikipedia, the free encyclopedia
ქვიშხეთი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში, ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთზე. ქვიშხეთის თემის ცენტრი (სოფლები: ბეღლეთი, ბულბულისციხე, მონასტერი, რუსაანთუბანი, სავანისუბანი, სათივე, სარმანიშვილისკარი, ტაშისკარი, ტეზერი, ყიფიანთუბანი). ზღვის დონიდან 730 მეტრი, ხაშურიდან 10 კმ. სოფელში დგას: აღდგომის ეკლესია, კოშკი, მთაწმინდის ეკლესია, ფერისცვალების ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია და წმინდა ელიას ეკლესია. სოფელში არის ქვიშხეთის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი.
სოფელი | |
---|---|
ქვიშხეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქვიშხეთი |
კოორდინატები | 41°58′10″ ჩ. გ. 43°30′05″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 730 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1699[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97,0 % ჩინელები 2,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საფოსტო ინდექსი | 5706 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1699 ადამიანი.
ქვიშხეთი ქართლის სააბაშიოს ცენტრია. აქ აბაშიძეები XVI საუკუნის 20-იანი წლებიდან მკვიდრდებიან, მაშინ, როდესაც არადეთის წყალს აქეთ მდებარე ტერიტორია (ალი, სურამი, ახალდაბა და სხვა) იმერეთის სამეფოს ხელში გადავიდა. აღნიშნული ტერიტორია 1527 წელს ლუარსაბ I-მა გადასცა იმერეთის მეფეს - ბაგრატ III-ს ქართლის სამეფო ტახტზე ასვლაში გაწეული დახმარებისათვის.
1711 წელს ქართლის მეფე იესემ უძეოდ გარდაცვლილი პაატა აბაშიძის მამული - ქართლის სააბაშიო ქვიშხეთითურთ უბოძა ვახუშტი აბაშიძეს.
ქვიშხეთმა და მისმა რეგიონმა დიდი აოხრებები განიცადა ქართლში ყიზილბაშობის პერიოდში 1735-1744 წლებში. განსაკუთრებით, მძიმე იყო 1742-1745 წლები, როცა ქართლში ყიზილბაშების წინააღმდეგ მიმდინარეობდა აჯანყება გივი ამილახორის ხელმძღვანელობით.
1744 წელს ქვიშხეთში აბაშიძის ქალზე იქორწინა ერეკლე მეფემ.
1748 წელს ლეკები „მიადგნენ აბაშიძის ქვიშხეთის ციხეს, აიღეს ისიც და წამოიღეს უთვალავი ტყვე ანუ საქონელი ურიცხვი“.
თეიმურაზ II-ის ზემო ქართლის მორიგე ლაშქრის 1756 წლის დავთრის მიხედვით, ქვიშხეთიდან სავალდებულოდ ითვლებოდა აბაშიძეების მიერ ლაშქარში გლეხების გაყვანა - ცხენოსანი თ(9), ქვეითი ვ(6). იქმნა ჯამი (ეი)(15).
XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან ქვიშხეთში მკვიდრდებიან სუმბათაშვილები. ქვიშხეთის მოსახლეობა მთლიანად ქართულია.
გაზაფხულზე თოვლის დნობითა და წვიმების შედაგად ადიდებულ მდინარე შოლას, რომელიც ქვიშხეთში ჩამოედინება, ქვიშა და ხეები ჩამოჰქონდაო, ასე ხსნის სახელწოდებას ხალხური ტრადიცია.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.