From Wikipedia, the free encyclopedia
ქვემო ბოლნისი, ყოფ. ბოლნის-კაპანახჩი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ბოლნისისწყლის (მაშავერის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 600 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქ ბოლნისიდან დაშორებულია 6 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელ ქვემო ბოლნისის მოსახლეობა შეადგენს 4162 ადამიანს.
სოფელი | |
---|---|
ქვემო ბოლნისი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქვემო ბოლნისი |
კოორდინატები | 41°24′00″ ჩ. გ. 44°32′09″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 600 მ |
მოსახლეობა | 4162[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
აზერბაიჯანელები 99 % ქართველები 1 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საფოსტო ინდექსი | 1100[2] |
სოფლის მახლობლად, გზის პირას, დგას V-VI სს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქვემო ბოლნისის წმინდა გიორგის მონასტერი. სტილისტიკური ნიშნებით იგი სამეკლესიანი ბაზილიკის მარტივ ვარიანტს წარმოადგენს. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. ჩაქცეულია კამარა, დანგრეულია სამხრეთი და ჩრდილოეთი სათავსები. შუა ეკლესიას აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდი აქვს. კარგად გათლილი, ლამაზი ფერის მწვანე ქვით შემოსილი ეკლესია გადახურული იყო ქვის კამარით.
შუა ეკლესიის ორივე შესასვლელის თავზე (სამხრეთიდან) საგანგებოდ დიდ ლოდებზე ამოკვეთილი იყო რელიეფური კომპოზიციები; მარჯვენა კარის თავზე — ქრისტეს ამაღლება ანგელოზთა მიერ (აღარ არსებობს), მარცხენა თავზე — ფეოდალური ხანის ქართული პლასტიკისათვის დამახასიათებელი დაბალი რელიეფით შესრულებული გამოსახულებანი, როგორც ჩანს, ღვთისმშობლის ამაღლება. ფასადები მარტივია.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2014[1] | 4 162 | 2 061 | 2 101 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.