From Wikipedia, the free encyclopedia
ქართული წარმოების ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნები — წარმოადგენს საბჭოური, ბულგარული და რუმინული ყუმბარმტყორცნების ქართულ ანალოგებს. დამზადებულია სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს მიერ 2012 წელს. მათი პირველი საჯარო ჩვენება 2012 წლის 26 მაისს მოხდა, თბილისში გამართულ სამრეწველო აღლუმზე.
ქართული ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნები წარმოდგენილია სამი სხვადასხვა მოდელით და განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ავტომატურ საიერიშო შაშხანებზე დასაყენებლად. მათი საშუალებით შესაძლებელია NATO-ს სტანდარტის 40x46 მმ კალიბრის და საბჭოთა სტანდარტის ВОГ-25 სერიის ყუმბარების სროლა.
ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები
მოდელი | გპ-25 (GP-25) | აგ-40 (AG-40) | უბგლ (UBGL) |
---|---|---|---|
შესაბამისი იარაღის ტიპი | AK-47/AKM/AK-74 | M-4/M-16/AK-47/AKM/AK-74 | M-4, M-16 |
კალიბრი | 40 მმ | 40 მმ | 40 მმ |
გასროლები | ვოგ-25, ვოგ-25პ | 40X46 მმ ყუმბარები | 40X46 მმ ყუმბარები |
სროლის მაქსიმალური მანძილი | 400 მ | 400 მ | 400 მ |
წონა | 1,3 კგ | 1,7 კგ | 1,7 კგ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.