ქალბატონის პორტრეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ქალბატონის პორტრეტი (ინგლ. The Portrait of a Lady) არის ჰენრი ჯეიმზის რომანი, რომელიც პირველად სერიულად გამოქვეყნდა The Atlantic Monthly-სა და Macmillan's Magazine-ში 1880-1881 წლებში, შემდეგ კი 1881 წელს წიგნად გამოიცა. ეს არის ჯეიმზის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ვრცელი რომანი და შეფასებულია კრიტიკოსების მიერ, როგორც მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომი.
„ქალბატონის პორტრეტი“ | |
---|---|
The Portrait of a Lady | |
![]() პირველი ამერიკული გამოცემა | |
ავტორი | ჰენრი ჯეიმზი |
ქვეყანა |
გაერთიანებული სამეფო აშშ |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | რომანი |
გამომცემელი |
Houghton, Mifflin and Company, ბოსტონი Macmillan and Co, ლონდონი |
გამოცემის თარიღი |
29 ოქტომბერი, 1881 (Houghton) 16 ნოემბერი, 1881 (Macmillan) |
მედია | წიგნი (მაგარი ყდა, რბილი ყდა) |
გვერდი |
Houghton: 520 Macmillan: პირველი ტომი, 266 მეორე ტომი, 253 მესამე ტომი, 248 |
წინამორბედი | Washington Square |
მომდევნო | The Bostonians |
"ქალბატონის პორტრეტი" არის ახალგაზრდა ამერიკელი ქალის - იზაბელ არჩერის ისტორია, რომელიც "უპირისპირდება თავის ბედს". როგორც ჯეიმზის ბევრი რომანი, ამის სიუჟეტიც უმეტესად ევროპაში, მეტწილად ინგლისსა და იტალიაში ხდება. ნაწარმოები ზოგადად აღიარებულია ჯეიმზის ადრეული პერიოდის შედევრად და ისხლეტს ახალ სამყაროსა და ძველს შორის განსხვავებებისადმი ავტორის მუდმივ ინტერესს. ნაწარმოები ასევე ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა პერსონალური თავისუფლება, პასუხისმგებლობა, ღალატი და სექსუალობა.