ქაიხოსრო ორბელიანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ქაიხოსრო ქაიხოსროს ძე ორბელიანი (გ. 1748) — ორბელიანთა სახლის უფროსი, მდივანბეგი და ქვემო ქართლის სარდალი (1731-იდან). 1734 ოსმალებთან ერთად ილაშქრა კახეთზე. 1735-იდან, ყიზილბაშთა მიერ ქართლის დაკავების შემდეგ, ირანის სამსახურში ჩადგა. 1741 წელს ნადირ-შაჰმა ორბელიანი ქართლის პირველ ვექილად დანიშნა. იმავე დროს ქვემო ქართლის სარდლობა მის შვილს რევაზს უბოძეს. 1744-იდან ქართლში თეიმურაზ II-ის გამეფების შემდეგ ორბელიანი თეიუმარაზ II-ის მხარეზე გადავიდა. 1745 წლის 1 ოქტომბიდან საქართვერლოს ამირსპასალარი.
„ჩვენ კეთილმსახურმან მეფემან თეიმურაზ მიუბოძეთ დროშა ესე წინამძღოლსა ჩვენსა ამირ-სპასალარს ქაიხოსრო ორბელიანს, ოდეს ცხებულ ვიქმენით საცხებელითა სამეფოთა, თვესა ოკდონბერსა ა, დღესასწაულსა კათოლიკე ეკლესიისა სვეტისა ცხოველისასა, ქრისტეს აქეთ ჩღმე, ქრონიკონსა ულგ.“ | |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორბელიანი. |
1747 ირანში წაჰყვა თეიმურაზ II-ს. ირანიდან მომავალი გზაში გარდაიცვალა.