From Wikipedia, the free encyclopedia
ფრენსის არნოლდი (ინგლ. Frances Hamilton Arnold; დ. 25 ივლისი, 1956)[9] — ამერიკელი ქიმიკოსი ინჟინერი და ნობელის პრემიის ლაურეატი. კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ქიმიური ინჟინერიის, ბიოინჟინერიისა და ბიოქიმიის პროფესორი. 2018 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში ფერმენტების ინჟინერიაში მიმართული ევოლუციის გამოყენების პიონერობისათვის.
ფრენსის არნოლდი | |
---|---|
ინგლ. Frances Arnold | |
დაბ. თარიღი | 25 ივლისი, 1956[1] (68 წლის) |
დაბ. ადგილი | პიტსბურგი[2] |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ბიოქიმიკოსი, გამომგონებელი, უნივერსიტეტის პროფესორი და ინჟინერი |
მუშაობის ადგილი | კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი[3] , კალიფორნიის უნივერსიტეტი[4] და National Institute of Solar Energy[5] |
ალმა-მატერი | პრინსტონის უნივერსიტეტი[6] , კალიფორნიის უნივერსიტეტი და Taylor Allderdice High School |
პარტნიორ(ებ)ი | ენდრიუ ლანგე[7] |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი[8] |
მეუღლე | ჯეი ბეილი |
მამა | უილიამ ჰაუარდ არნოლდი |
ნათესავ(ებ)ი | უილიამ ჰაუარდ არნოლდი |
ჯილდოები | ნობელის პრემია |
საიტი | პროფილი |
ფრენსის არნოლდი ჯოზეფნა ინმენისა და ბირთვული ფიზიკოსის, უილიამ ჰაუარდ არნოლდის ქალიშვილი და ლეიტენანტ-გენერალ უილიამ ჰაუარდ არნოლდის შვილიშვილია.[10] ის პიტსბურგის გარეუბან ედჯვუდსა და შეიდისაიდისა და სქუირელ ჰილის მახლობლად გაიზარდა. 1974 წელს ტეილორ ოლდერდისის სკოლა დაამთავრა.[11] სკოლაში ყოფნისას ავტოსტოპით ვაშინგტონში ვიეტნამის ომის საპროტესტო აქციაზე გაემგზავრა, რის შემდეგაც კოქტეილის მიმტანად და ადგილობრივი ჯაზ-კლუბის მძღოლად მუშაობდა.[12]
არნოლდი კალიფორნიაში, ლა კანადა ფლინტრიჯში ცხოვრობს. დაქორწინებული იყო ბიოქიმიური ინჟნერიის პიონერ ჯეი ედუარდ ბეილიზე, რომლისგანაც ერთი ვაჟი, ჯეიმსი შეეძინა. ქმარი 2001 წელს კიბოსგან გარდაიცვალა.[13][14] 2005 წელს არნოლდს მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და 18 თვის განმავლობაში მკურნალობდა.[15][16]
შემდეგში არნოლდი კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტროფიზიკოსზე, ენდრიუ ლანგეზე დაქორწინდა და ორი ვაჟი, უილიამი და ჯოზეფი შეეძინათ.[17] ლანგე 2010 წელს გარდაიცვალა, ხოლო მათი ერთ-ერთი ვაჟი, უილიამ ლანგე-არნოლდი 2016 წელს დაიღუპა.[14][18]
მეცნიერის ჰობებს შორისაა მოგზაურობა, სკუბა დაივინგი, თხილამურებით სრიალი და ლაშქრობა.[16]
არნოლდის კვლევები მრავალი საერთაშორისო ჯილდოთია აღიარებული, მათ შორის: 2018 წლის ნობელის პრემიით ქიმიის დარგში, ინჟინერიის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის დრეიპერის პრიზით 2011 წელს (არნოლდი გახდა პირველი ქალი, რომელმაც ეს პრიზი მიიღო) და ტექნოლოგიისა და ინოვაცის ეროვნული მედლით ასევე, 2011 წელს.[19] 2011 წელს არნოლდი ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრად აირჩიეს, ხოლო 2014 წელს გამომგონებელთა ეროვნულ დიდების ხეივანში შეიყვანეს.[19] არნოლდი გახდა პირველი ქალი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სამივე ეროვნული აკადემიის: ინჟინერიის ეროვნული აკადემიის (2000), მედიცინის ეროვნული აკადემიისა (ადრე ცნობილი როგორც მედიცინის ინსტიტუტი; 2004) და მეცნიერების ეროვნული აკადემიის (2008) წევრად აირჩიეს.[19]
არნოლდი მეცნიერების წინსვლის ამერიკის ასოციაციის, მიკრობიოლოგიის ამერიკის აკადემიის, სამედიცინო და ბიოლოგიური ინჟინერიის ამერიკული ინსტიტუტისა და გაერთიანებული სამეფოს ინჟინერიის სამეფო აკადემიის საერთაშორისო წევრია.[20][21]
2016 წელს არნოლდი პირველი ქალი გახდა, რომელმაც ტექნოლოგიის ათასწლეულის პრიზი მიიღო მიმართული ევოლუციის პიონერობისთვის.
2018 წელს არნოლდს ნობელის პრემია გადაეცა ქიმიის დარგში. 117 წლის განმავლობაში ამ დარგში დაჯილდოებული მეცნიერებიდან არნოლდი მეხუთე ქალი და პირველი ქალი ამერიკელი ლაურეატია.[22][23] არნოლდმა ჯილდო 2 მეცნიერთან, გრეგორი უინტერთან და ჯორჯ სმიტთან გაიყო (ამ უკანასკნელთ პრემია ერთობლივად გადაეცათ).[24] არნოლდი პრინსტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული პირველი ქალია, რომელსაც ეს ჯილდო გადაეცა და ამ უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებული, რომელსაც ჯილდო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (ქიმია, ფიზიკა, ფსიქოლოგია და მედიცინა) დარგში გადაეცა.[25]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.