![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fe/Frigate_%2528PSF%2529.png/640px-Frigate_%2528PSF%2529.png&w=640&q=50)
ფრეგატი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრეგატი — აფრებიანი, სამანძიანი, ერთგემბანიანი სამხედრო გემი.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fe/Frigate_%28PSF%29.png/640px-Frigate_%28PSF%29.png)
ფრეგატი შეიარაღებული იყო რამდენიმე ათეული ზარბაზნით. ზარბაზნები ძირითადად განლაგებული იყო ბორტებზე, მაგრამ ქიმიდანაც და კიჩოდანაც შეეძლო ძლიერი ცეცხლი ეწარმოებინა.
ფრეგატის დანიშნულება იყო შორეული საბრძოლო-სადაზვერვო და კრეისრული რეიდების წარმოება. გარდა ამ ფრეგატებისა, იყო კიდევ სახაზო ფრეგატები. ესენი ფლობდნენ გაცილებით მძლავრ შეიარაღებას (60 ზარბაზნამდე ) და საზღვაო ბრძოლებში დგებოდნენ საბრძოლო მწყობრში ანუ საბრძოლო ხაზზე.