From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელი (იტალ. Francesco Bartolomeo Rastrelli; დ. 1700, პარიზი, საფრანგეთი – გ. 1771, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი) — არქიტექტორი, XVIII საუკუნის შუა წლების რუსული ბაროკოს მეთავე. წარმოშობით იტალიელი, ასევე რუსეთში მოღვაწე, მოქანდაკე და არქიტექტორის – კარლო ბართოლომეო რასტრელის (1675-1744) შვილი.
ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელი | |
---|---|
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 1700[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] |
დაბ. ადგილი | პარიზი[15] |
გარდ. თარიღი | 29 აპრილი (10 მაისი), 1771[16] [9] |
გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | არქიტექტორი[1] |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
მიმართულება | ბაროკო |
მნიშვნელოვანი პროექტები | რუნდალის სასახლე, კიევის წმინდა ანდრიას ტაძარი, ანიჩკოვის სასახლე, ვორონცოვის სასახლევორონცოვის სასახლე (სანქტ-პეტერბურგი), ზამთრის სასახლე, სმოლნის საკათედრო ტაძარი, ეკატერინეს სასახლე, სტროგანოვის სასახლე, სანქტ-პეტერბურგი, მოსკოვი და ცარსკოე-სელო |
ბართოლომეო რასტრელი 1716 წელს მამასთნ ერთად გადადის სანქტ–პეტერბურგში, სადაც მამამისი პეტრე I–მა მიიწვია საიმპერატორო სასახლის ასაშენებლად. 1721 წელს სრულიად ახალგაზრდა არქიტექტორს დაუკვეთეს მოლდავეთის ყოფილი მართველის, პრინც დემეტრე კანტემირის სასახლე. 1725-1730 წწ სწავლობდა იტალიაში. 1730 წელს ის დაინიშნა საიმპერატორო კარის ხუროთმოძღვრად, სადაც 1763 წლამდე იმოღვაწა. მისი ნამუშევრები დიდი მოწონებით სარგებლობდა იმპერატორების ანასა (1730-1740) და ელისაბედის (1741-1762) კარზე.
ეკატერინე II–ის ტახტზე ასვლის შემდეგ, რასტრელი იძულებული იყო თანამდებობა დაეტოვებინა, რადგან ეკატერინემ უარყო ბაროკო, როგორც ძველმოდური და კლასიციზმს ანიჭებდა უპირატესობას.
რასტრელის ბოლო ყველაზე დიდი ნამუშევარი იყო სმოლნის კათედრალური ტაძარი, სანქტ-პეტერბურგში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.