ფრანსისკო დე ასის დე ბურბონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანსისკო დე ასის დე ბურბონი (ესპ. Francisco de Asís de Borbón; დ. 13 მაისი, 1822 — გ. 17 აპრილი, 1902) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე კარლ IV-ის ნაბოლარა ვაჟის, კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე პაულასა და ლუიზა კარლოტა ნეაპოლელის უფროსი ვაჟი. კადისის ჰერცოგი და ესპანეთის მეფე-კონსორტი 1846-68 წლებში როგორც თავისი ბიძაშვილის, დედოფალ ისაბელ II-ის ქმარი. ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ის მამა.
სწრაფი ფაქტები ფრანსისკო დე ასის დე ბურბონი, ესპანეთის მეფე-კონსორტი ...
ფრანსისკო დე ასის დე ბურბონი | |
---|---|
ესპანეთის მეფე-კონსორტი | |
მმართ. დასაწყისი: | 10 ოქტომბერი, 1846 |
მმართ. დასასრული: | 30 სექტემბერი, 1868 |
წინამორბედი: | მარია კრისტინა სიცილიელი |
მემკვიდრე: | მარია ვიქტორია დელ პოცო |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 13 მაისი, 1822 |
დაბ. ადგილი: | მადრიდი, ესპანეთი |
გარდ. თარიღი: | 17 აპრილი, 1902, (79 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
დაკრძ. ადგილი: | ესკორიალი, მადრიდი, ესპანეთი |
მეუღლე: |
ისაბელ II, ესპანეთის დედოფალი (ქ. 1846) |
შვილები: |
ისაბელი, ასტურიის პრინცესა ალფონსო XII, ესპანეთის მეფე მარია დელ პილარი მარია დე ლა პასი ეულალია, გალიერას ჰერცოგინია |
სრული სახელი: | ფრანსისკო დე ასის მარია ფერნანდო დე ბურბონ ი ბურბონ-ორი სიცილია |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ფრანსისკო, კადისის ჰერცოგი |
დედა: | ლუიზა კარლოტა ნეაპოლელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა