From Wikipedia, the free encyclopedia
ფიშინგი (ინგლ. phishing : fishing - თევზაობა + phreaching - სატელეფონო თაღლითობა) — ინტერნეტ-თაღლითობის და კიბერ დანაშაულებრივი ფორმა, ელ-ფოსტის ან სხვაგვარი შეტყობინებების გაგზავნა ცნობილი რეალური ორგანიზაციის სახელით ან ლოგოთი (მაგალითად: ბანკი, Hotmail, eBay, Mail.ru, Facebook). ფიშინგის სუბიექტის მიზანია, აიძულოს მიმღები (ობიექტი), გამოავლინოს პირადი დაცული ინფორმაცია შემდგომი ქურდობის მიზნით.
ფიშინგის დროს მომხმარებელს მისდის მოწვევა საიტზე, სადაც მას ეკითხებიან დაცულ ინფორმაციას — პაროლებს, საკრედიტო ბარათის, სოციალური უსაფრთხოების ან საბანკო ანგარიშის ნომრებს. ეს საიტი, ჩვეულებრივ, ჰგავს ცნობილი ორგანიზაციის გვერდს და ინფორმაციის შეგროვების შემდეგ შეიძლება მოხდეს მომხმარებლის გადამისამართება რეალურ საიტზე. მაგალითისთვის, შესაძლებელია ასეთი ყალბი წერილი იტყობინებოდეს, რომ ანგარიში შეჩერებული იქნება, თუ არ მოხდა მისი პაროლის ან საკრედიტო ბარათის ინფორმაცის განახლება მოცემულ საიტზე.
ფიშინგი სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი და ყველაზე შედეგიანი გზაა, მაგალითად, მავნებელი და ზიანის მომტანი გვერდებზე დაწკაპუნება რომელიც არის ფიშერი იწვევს მსხვერპლის დავირუსებას, პირველი შემთხვევა სოციალურ ქსელებში დაფიქსირდა Facebook გავრცელება, როდესაც მსხვერპლს სთხოვდა პირადი მონაცემების შეყვანას რათა მომხმარებელმა გაიაროს ავტორიზაცია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.