![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b7/Location_map_Funen.svg/langka-640px-Location_map_Funen.svg.png&w=640&q=50)
ფიუნი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფიუნი (დან. Funen) — დანიის მესამე უდიდესი კუნძული ზელანდიისა და ნევსიუსელ-ტის შემდეგ, მსოფლიოში სიდიდით 163-ე. მისი ფართობი 2 984 კმ²-ს შეადგენს. ფიუნი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და მისი მოსახლეობა 454 358 ადამიანს შეადგენს (2010). მთავარი ქალაქია ოდენსე, რომელიც ზღვასთან არხითაა დაკავშირებული; ამ არხს ახლა იშვიათად იყენებენ. ქალაქში ფუნქციონირებდა გემთსაშენი, რომელიც მის ფარგლებს გარეთ გადაიტანეს.
სწრაფი ფაქტები მშობ. სახელი: Funen, გეოგრაფია ...
მშობ. სახელი: Funen | |
---|---|
![]() მდებარეობა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ბალტიის ზღვა |
კოორდინატები | 55°21′ ჩ. გ. 10°21′ ა. გ. |
ფართობი | 2 984 კმ² (163) |
![]() | |
უდიდესი ქალაქი | ოდენსე |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 454 358 (2010) |
სიმჭიდროვე | 152,2 /კმ² |
დახურვა
ადმინისტრაციულად ფიუნი სამხრეთ დანიის რეგიონს ეკუთვნის. 1970–2006 წლებში კუნძული სხვა მიმდებარე კუნძულებთან ერთად ფიუნის საგრაფოში შედიოდა.
ფიუნი დანიის უდიდეს კუნძულ ზელანდიასთან დაკავშირებულია დიდი ბელტის ხიდით.