![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/ae/Lenguas_finougrias.png/640px-Lenguas_finougrias.png&w=640&q=50)
ფინურ-უნგრული ენები
From Wikipedia, the free encyclopedia
ფინურ-უნგრული ენები, უნგრულ-ფინური ენები, ფინურ-მადიარული ენები — ურალურ ენათა ოჯახის ერთ-ერთი ჯგუფი. გავრცელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპაში (სკანდინავიიდან ურალამდე), ვოლგა-კამის აუზის უდიდეს ნაწილში, შუა და ქვემო ობის აუზში, დუნაის აუზის მცირე ნაწილში. ფინურ-უნგრულ ენებზე მოლაპარაკეთა რიცხვი 24 მლნ-ს აღწევს. უნგრულ, ფინურ და ესტონურ ენებს მრავალსაუკუნოვანი დამწერლობა და ლიტერატურული ტრადიციები აქვთ. სხვა ფინურ-უნგრულ ენების უმრავლესობა ახლადდამწერლობიანი ენებია, ხოლო ზოგიერთი ბალტიისპირულ-ფინური ენა უდამწერლობოა. ფინურ-უნგრული ენების ნათესაობის დამადასტურებელია ამ ენებში არსებული ძველი სიტყვების საერთო ფენა, ასევე სიტყვის მორფოლოგიური მწარმოებლებისა და კუთვნილების აღმნიშვნელი სუფიქსების სისტემა. მათი ტიპოლოგიური მახასიათებლებია აგლუტინაცია, სინჰარმონიზმი, მჟღერი თანხმოვნების სიღარიბე, 2 და მეტი თანხმოვნის შეუთავსებლობა პირველ მარცვალში და ა. შ. აქვთ კუთვნილებისა და ჯერადობის (ზმნაში) აღმნიშვნელი ბოლოსართების მდიდარი სისტემა.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/ae/Lenguas_finougrias.png/640px-Lenguas_finougrias.png)
ფინურ-უნგულ ენებს ორ, ფინურ და უნგრულ ენათა შტოდ ჰყოფენ, ხოლო ფინურ-უნგულ ენებზე მოლაპარაკეთ კი ფინურ-უნგრელ ხალხებს უწოდებენ.