ფილიპე I (პარმის ჰერცოგი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ფილიპე I დე ბურბონი (ესპ. Felipe I de Borbón, იტალ. Filippo I di Borbone; დ. 15 მარტი, 1720, მადრიდი, ესპანეთი — გ. 18 ივლისი, 1765, ალესანდრია, იტალია) — ბურბონთა დინასტიის ესპანური განშტოების წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ფილიპე V-ისა და მისი მეორე მეუღლის, დედოფალ ისაბელ ფარნეზეს უმცროსი ვაჟი. პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგი 1748-65 წლებში. ბურბონ-პარმას დინასტიის დამაარსებელი. ცოლად ჰყავდა საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის უფროსი ასული ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი: ავსტრიის ერცჰერცოგინია იზაბელა, პარმის ჰერცოგი ფერდინანდი და ესპანეთის დედოფალი მარია ლუიზა.
სწრაფი ფაქტები პარმის, პიანჩენცისა და გუასტალას ჰერცოგი, მმართ. დასაწყისი: ...
ფილიპე I | |
---|---|
პარმის, პიანჩენცისა და გუასტალას ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 18 ოქტომბერი, 1748 |
მმართ. დასასრული: | 18 ივლისი, 1765 |
წინამორბედი: | მარია ტერეზია |
მემკვიდრე: | ფერდინანდი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 15 მარტი, 1720 |
დაბ. ადგილი: | მადრიდი, ესპანეთი |
გარდ. თარიღი: | 18 ივლისი, 1765, (45 წლის) |
გარდ. ადგილი: | ალესანდრია, იტალია |
მეუღლე: | ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი |
შვილები: |
იზაბელა, ავსტრიის ერცჰერცოგინია ფერდინანდი, პარმის ჰერცოგი მარია ლუიზა, ესპანეთის დედოფალი |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ფილიპე V, ესპანეთის მეფე |
დედა: | ისაბელ ფარნეზე |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა