From Wikipedia, the free encyclopedia
ფეიანები (ფრანგ. Club des Feuillants) — პოლიტიკური კლუბის წევრები პარიზში. დაარსდა 1791 წელს, საფრანგეთის რევოლუციის დროს (სახელი ეწოდა სხდომების ადგილის მიხედვით, რომლებიც ტარდებოდა ფეიანელთა მონაზვნური ორდენის ყოფილ შენობაში). დააარსეს კონსტიტუციურ-მონარქიული მსხვილი ბურჟუაზიისა და ლიბერალური თავადაზნაურობის წარმომადგენლებმა, რომლებიც გამოეყვნენ იაკობინელთა კლუბს, მას შემდეგ, რაც კლუბმა 1791 წლის 16 ივლისს მიიღო მეფის ჩამოგდების მოთხოვნის პეტიცია. ფეიანების ხელმძღვანელები იყვნენ ანტუან ბარნავი, ალექსანდრ ლამეთი, ადრიენ დიუპორი. ისინი გამოდიოდნენ რესპუბლიკის წინააღმდეგ. ემხრობოდნენ ცენზიანი კონსტიტუციის ფარგლებში კონსტიტუციური მონარქიის განმტკიცებას. 1792 წლის 10 აგვისტოს მონარქიის დამხობის შემდეგ ფეიანების კლუბმა არსებობა შეწყვიტა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.