From Wikipedia, the free encyclopedia
ფეთიჰ II გირეი (ყირიმ. II Fetih Geray, فتح كراى; დ. 1696 — გ. 1746, ვიზე, ოსმალეთის იმპერია) — ყირიმის ხანი 1736–1737 წლებში, დევლეთ II გირეის ვაჟი, სელიმ I გირეის შვილიშვილი.
ფეთიჰ II გირეი | |
---|---|
Fetih Giray | |
ყირიმის 36-ე ხანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1736 |
მმართ. დასასრული: | 1737 |
წინამორბედი: | ყაფლან I გირეი |
მემკვიდრე: | მენლი II გირეი |
სულთანი: | მაჰმუდ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1696 |
გარდ. თარიღი: | 1746 |
გარდ. ადგილი: | ვიზე, ოსმალეთის იმპერია |
შვილები: |
სელიმ III გირეი მუჰამედ გირეი ყირიმ გირეი |
დინასტია: | გირეის დინასტია |
მამა: | დევლეთ II გირეი |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
ფეთიჰ გირეი 1731 წლიდან 1733 წლამდე იყო ყირიმის ნურედინი, 1735 წლამდე კი კალგის თანამდებობა ეკავა. 1736 წელს ბიძამისი, ყაფლან I გირეი ოსმალებმა ჩეშმეში გადაასახლეს და ხანის ტიტული სწორედ მას უბოძეს. ფეთიჰ II-ის მმართველობა ხანმოკლე აღმოჩნდა. საკუთარ კალგად და ნურედინად დანიშნული ჰყავდა თავისი ძმები, არსლანი და მაჰმუდი.
ფეთიჰ გირეიმ თავი გამოიჩინა სპარსეთის წინააღმდეგ ლაშქრობაში. მას ისეთივე პრობლემები შეექმნა, როგორც ყაფლან გირეის. რუსებმა გააძლიერეს აგრესია ოსმალეთის წინააღმდეგ და კვლავ გადავიდნენ ყირიმში, გენერალ პიტერ ლასის მეთაურობით. მიუხედავად კარგი საბრძოლო მომზადებისა, ფეთიჰ II გირეიმ ვერ შეძლო ყირიმის დაცვა შემოჭრისაგან, რუსებმა ისევ ააოხრეს სახანოს წამყვანი ქალაქები. ფეთიჰ გირეი დიდებულებმა ტახტიდან ჩამოაგდეს იმავე წელს. გადასახლდა ვიზეში, სადაც 1746 წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს ქალაქის მეჩეთში, მამის გვერდით. მოგვიანებით ფეთიჰის ვაჟი სელიმი გახდა ყირიმის ხანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.