უძო
მთა საქართველოში, თბილისში / From Wikipedia, the free encyclopedia
უძო — მთა საქართველოში, თბილისში. მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოების მთაწმინდის ქედის თხემზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1416 მ. მთის მიდამოებში თხემი მოსწორებულია. აგებულია ზედაეოცენური თაბაშირის შემცველი თიხებითა და ქვიშაქვებით. უძოს კალთები შემოსილია ბუჩქნარით, ხოლო მწვერვალი ბალახეულით.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უძო (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები უძო ...
უძო | |
---|---|
უძოს მამათა მონასტერი | |
კოორდინატები: 41°40′25″ ჩ. გ. 44°42′00″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | თბილისი |
სიმაღლე | 1416 მ |
ქედი | მთაწმინდის ქედი |
ამგებელი ქანები | თაბაშირის შემცველი თიხა და ქვიშაქვა |
ასაკი | ზედაეოცენური |
სურათები ვიკისაწყობში |
დახურვა