![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f8/River_Uraveli_%2528confluence_with_Kura%2529.jpg/640px-River_Uraveli_%2528confluence_with_Kura%2529.jpg&w=640&q=50)
ურაველი (მდინარე)
მდინარე საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ურაველი — მდინარე საქართველოში, ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს ერუშეთის მთიანეთის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2740 მ-ზე. აუზის ფართობი 338 კმ², სიგრძე 31 კმ. მტკვრის მარცხენა შენაკადი სოფელ მინაძესთან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში, წყალამოვარდნები — ზაფხულ-შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 3,5 მ³/წმ. გამოყენებულია ჰესებისათვის და სარწყავად.
- ურაველის ხეობა
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ურაველი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ურაველი, ქვეყანა ...
ურაველი | |
---|---|
![]() ურაველისა და მტკვრის შესართავი | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
სათავე |
ერუშეთის მთიანეთი 41°24′50″ ჩ. გ. 43°01′28″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2740 მ |
შესართავი |
მტკვარი 41°37′27″ ჩ. გ. 43°02′59″ ა. გ. |
სიგრძე | 31 კმ |
აუზის ფართობი | 338 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 3,5 მ³/წმ |
![]() ![]() | |
![]() |
დახურვა