ლეიტენანტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლეიტენანტი (ფრანგ. Lieutenant) — უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდება მრავალი ქვეყნის არმიაში.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/5/51/Leitenanti.jpg/220px-Leitenanti.jpg)
პიველად გამოიყენეს საფრანგეთში XV საუკუნეში ასეულის მეთაურთა მოადგილეებისათვის (lieu — ადგილი და tenant — დაკავება). XV საუკუნის ბოლოდან ოცმეთაურთა სამხედრო წოდებაა. ქართულ ჯარში არსებობს ლეიტენანტის ორი ხარისხი: ლეიტენანტი და უფროსი ლეიტენატი (სამართალდამცველ სტრუქტურებში არსებობს ასევე, უმცროსი ლეიტენენტის ხარისხი).
უმცროსი ლეიტენანტის წოდებას ნატოს ჯარების უმრავლესობა არ იცნობს. ლეიტენანტისა და უფროსი ლეიტენანტის სამხედრო კოდია „OF-1“