უმბერტო I (იტალ. Umberto I; დ. 14 მარტი, 1843, ტურინი — გ. 29 ივლისი, 1900, მონცა) — იტალიის მეფე 1878-1900 წლებში.

Thumb
უმბერტო I

ბიოგრაფია

  • 1843 წლის მარტს ტურინში იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე II-ეს და მის მეუღლე ადალაიდა დი ლომბარდო-ვენეციას შეეძინათ ვაჟი უმბერტო.
  • 1859 წელს მონაწილეობდა ავსტრიის წინააღმდეგ ომში.
  • 1866 წელს მეორე ომში ავსტრიის წინააღმდეგ იგი პირადად ხელმძღვანელობდა იტალიის არმიის ერთ-ერთ დივიზიას და კუსტოცასთან მარცხის შემდეგ ბრწყინვალედ დაიცვა არმიის უკანდახევა.
  • 1870 წელს რომის ოკუპაციის შემდეგ უმბერტოს გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა და რომში სტაციონირებული დივიზიების სარდლად დაინიშნა.
Thumb
სავოიის სამეფო გერბი
  • 1868 წლის 22 აპრილს უმბერტომ ქალაქ ტურინში იქორწინა გენუიის ჰერცოგის ქალიშვილ მარგერიტაზე.
  • 1869 წლის 11 ნოემბერს შეეძინა ერთადერთი ვაჟი ვიტორიო ემანუელე.
  • 1872 წელს უმბერტო და მარგერიტა სტუმრად იყვნენ ბერლინში და მონაწილეობა მიიღეს გერმანიის კრონპრინცის ქალიშვილის ნათლობაში. სწორედ აქ ჩაუყარეს მათ საფუძველი იტალიელი და გერმანელი ხალხის მეგობრულ და მოკავშირეობრივ ურთიერთობებს.
  • 1878 წლის 9 იანვარს მამის სიკვდილის შემდეგ იგი იტალიის მეფე და სავოიის ჰერცოგი გახდა. 17 იანვარს სამეფოში მოგზაურობის დროს ქალაქ ნეაპოლში მზარეულმა სახელად პასანანტემ უმბერტო I მსუბუქად დაჭრა.
  • 1900 წლის 29 ივლისს მეორე თავდასხმა მეფეზე მოაწყო იტალიელმა ანარქისტმა გაეტანო ბრეშიმ მონცაში. მიზეზი იყო უმბერტო I მიერ ერთ-ერთი გენერლის ღირსების ორდენით დაჯილდოება, რომელმაც სისხლში ჩაახში მუშათა დემონსტაცია მილანში. გაეტანო ბრესკიმ მეფეს სამჯერ ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Giorgio Candeloro. Storia dell’Italia moderna. — Mil.: Feltrinelli, 1986.

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.