1866 წელს მეორე ომში ავსტრიის წინააღმდეგ იგი პირადად ხელმძღვანელობდა იტალიის არმიის ერთ-ერთ დივიზიას და კუსტოცასთან მარცხის შემდეგ ბრწყინვალედ დაიცვა არმიის უკანდახევა.
1870 წელს რომის ოკუპაციის შემდეგ უმბერტოს გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა და რომში სტაციონირებული დივიზიების სარდლად დაინიშნა.
1872 წელს უმბერტო და მარგერიტა სტუმრად იყვნენ ბერლინში და მონაწილეობა მიიღეს გერმანიისკრონპრინცის ქალიშვილის ნათლობაში. სწორედ აქ ჩაუყარეს მათ საფუძველი იტალიელი და გერმანელი ხალხის მეგობრულ და მოკავშირეობრივ ურთიერთობებს.
1878 წლის 9 იანვარს მამის სიკვდილის შემდეგ იგი იტალიის მეფე და სავოიის ჰერცოგი გახდა. 17 იანვარს სამეფოში მოგზაურობის დროს ქალაქ ნეაპოლში მზარეულმა სახელად პასანანტემ უმბერტო I მსუბუქად დაჭრა.
1900 წლის 29 ივლისს მეორე თავდასხმა მეფეზე მოაწყო იტალიელმა ანარქისტმა გაეტანო ბრეშიმმონცაში. მიზეზი იყო უმბერტო I მიერ ერთ-ერთი გენერლის ღირსების ორდენით დაჯილდოება, რომელმაც სისხლში ჩაახში მუშათა დემონსტაცია მილანში. გაეტანო ბრესკიმ მეფეს სამჯერ ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა.