From Wikipedia, the free encyclopedia
ტრენტო (იტალ. Trento; გერმ. Trient) — ქალაქი იტალიაში, მდინარე ადიჯეს ხეობაში, ტრენტინო-ალტო-ადიჯეს რეგიონის დედაქალაქი. XVI საუკუნეში აქ მდებარეობდა ტრიდენის საბჭო.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტრენტო Trento | |||||
ტრენტოს პანორამა | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
რეგიონი | ტრენტინო-ალტო-ადიჯე | ||||
კოორდინატები | 46°04′00″ ჩ. გ. 11°07′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Alessandro Andreatta | ||||
ფართობი | 157,9 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 190 მ | ||||
ოფიციალური ენა | იტალიური ენა | ||||
მოსახლეობა | 115 243 კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 729,8 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 0461 | ||||
საფოსტო ინდექსი | 38121-38123 | ||||
საავტომობილო კოდი | TN | ||||
ოფიციალური საიტი | comune.trento.it | ||||
ტრენტო რეგიონის და ზოგადად ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთი მთავარი საგანმანათლებლო, სამეცნიერო, ფინანსური და პოლიტიკური ცენტრია. ტრენტოს უნივერსიტეტი იტალიის პირველ 30 კოლეჯს შორის შედის.[1] ქალაქს აქვს შუა საუკუნეებისა და რენესანსული თავლწარმტაცი ისტორიული ცენტრი, სადაც განლაგებული მრავალი ძველი შენობა, მაგალითად ტრენტოს კათედრალი და ბუონკონსილოს ციხესიმაგრე.
თანამედროვე ტრენტო კოსმოპოლიტური ქალაქია, მაღალგანვითარებული სოციალური სერვისებით. მას ხშირად ასახელებენ მოწინავე პოზიციებზე იტალიის ყველაზე მაღალი ხარსიხის ცხოვრების 103 ქალაქს შორის.[2] ამავე დროს ტრენტო და მისი პროვინცია იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და აყვავებულია.[3]
ტრენტოს საქალაქო რაიონი საკმაოდ ვრცელია და მოიცავს ქალაქის ცენტრსა და მრავალ გარეუბანს, რომლებიც ექსტრემალურად იცვლება გეოგრაფიულად და სამოსახლო პირობებით. მრავალი განსხვავებული გარეუბანი დღემდე ინარჩუნებს თავიანთ ტრადიციულ სასოფლო იდენტობას.
ტრენტო გაშენებულია ალპების მთისწინეთის — დოლომიტის ალპების სამხრეთით, მყინვარულ ხეობაში, რომელსაც ადიჯეს ხეობას უწოდებენ, იქ, სადაც მდინარეები — ფერზინა და ავიზიო მდინარე ადიჯეს უერთდებიან. ადიჯე ერთ-ერთია სამხრეთით მიმდინარე სამი მთავარი ალპური მდინარიდან. 1850 წელს, ტრენტოსთან არსებული მისი მორკალული კურსი გასწორებულ იქნა. ხეობა მთებითაა გარშემორტყმული.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.