From Wikipedia, the free encyclopedia
თომას კენერლი „ტომ“ ვულფი (ინგლ. Thomas Kennerly „Tom“ Wolfe; დ. 2 მარტი, 1931 — გ. 14 მაისი, 2018, ნიუ-იორკი) — ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალი, რომელიც „ახალი ჟურნალისტიკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლად მიიჩნევა.
დაიბადა რიჩმონდში, ვირჯინია. დაამთავრა ვაშინგტონისა და ლის უნივერსიტეტი (1951). დოქტორის ხარისხი იელის უნივერსიტეტში მიენიჭა ამერიკანისტიკის სპეციალობით (1957). მუშაობდა რეპორტიორად გაზეთებში „სპრინგფილდ იუნიონი“, „ვაშინგტონ-პოსტი“, „ნიუ-იორკ ჰერალდ ტრიბიუნი“, ასევე წერდა ჟურნალებისთვის „ნიუ-იორკ მეგეზინი“, „ესქუაირი“ და „ჰარპერსი“. 1987 წელს გამოიცა მისი პირველი რომანი „ამბიციების კოცონი“, რომელმაც კრიტიკული აღიარება და კომერციული წარმატება მოიპოვა. წიგნის მიხედვით ბრაიან დე პალმამ ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.