From Wikipedia, the free encyclopedia
ტიხვინი (რუს. Тихвин) — ქალაქი რუსეთში, ლენინგრადის ოლქში. ტიხვინის რაიონისა და ტიხვინის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის 4 ნოემბერს ქალაქმა სამხედრო დიდების ორდენი მიიღო, 2011 წლის 9 დეკემბერს კი ქალაქში, კირილ ნემეცკოვის სახელობის მოედანზე, გაიხსნა „სამხედრო დიდების ქალაქის“ ძეგლი. 2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 58 459 ადამიანს შეადგენდა.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტიხვინი Тихвин | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
რეგიონი | ლენინგრადის ოლქი | ||||
მუნიციპალიტეტი | ტიხვინის რაიონი | ||||
კოორდინატები | 59°38′00″ ჩ. გ. 33°30′00″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1773 | ||||
პირველი ხსენება | 1383 | ||||
ფართობი | 25,4 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 50 მ | ||||
მოსახლეობა | 58 459 კაცი (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 81367 | ||||
საფოსტო ინდექსი | 187550, 187551, 187552, 187553, 187556, 187557 | ||||
საავტომობილო კოდი | 47 | ||||
ოფიციალური საიტი | gorod.tikhvin.org | ||||
დასახლება პირველად დღევანდელი ტიხვინის ტერიტორიაზე 1383 წლით დათარიღებულ დოკუმენტებშია ნახსენები.
ვოლგა-ლადოგისა და ბალტიის ზღვის სავაჭრო გზების სიახლოვეს მდებარეობის გამო ტიხვინის პოგოსტი თავიდანვე სწრაფად განვითარდა. XVI საუკუნის დასაწყისისთვის კი დასახლება მნიშვნელოვანი სავაჭრო და სახელოსნო ცენტრი იყო.
1507-1515 წლებში მოსკოვის დიდი თავადმა ვასილი III-მ ნოვგოროდელ მშენებელს დიმიტრი სირკოვს დაავალა, ქალაქში არსებული ღვთისმშობლის მიძინების ხის ეკლესიის მაგივრად, აეშენებინა ქვით, დიდი მასშტაბის ტიხვინის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.