![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/ff/Teje.jpg/640px-Teje.jpg&w=640&q=50)
ტიია
From Wikipedia, the free encyclopedia
ტიია (ძვ. წ. 1398- 1338 წწ.) — ეგვიპტის ფარაონის ამენჰოტეპ III-ის მთავარი მეუღლე, მან დიდი ზეგავლენა მოახდინა თავის შვილზე ამენჰოტეპ IV-ზე, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ძველი ეგვიპტის რელიგიურ ცხოვრებაში. ითვლება რომ ტიია არ ეკუთვნის სამეფო ოჯახს, მაგრამ ხანდახან მის დედას მოიხსენიებენ, როგორც დედოფალ იაჰმე-ნეფერტარის შთამომავალს. ტიიას მამის იუიას წარმოშობა არ არის ცნობილი, რაც ცალკეულ ეგვიპტოლოგებს აძლევს საფუძველს იმსჯელონ მის სემიტურ წარმოშობაზე. ზოგიერთ ცნობარებში მიუთთებენ, რომ იუია იყო წარმოშობით ეგვიპტის ქალაქიდან ახნინიდან, ანუ ზემო ეგვიპტიდან. ამენხოტეპ III ცოლად შეირთო ტიია, მემკვიდრე ორი წლის შემდეგ ეყოლათ. ამენხოტეპ III-ს და ტიიას ჰყავდათ ექვსი შვილი ერთ-ერთი მათგანი იყო ეხნატონი (ამენჰოტეპ IV) , რომელიც ძვ. წ. 1364 წელს გახდა ფარაონი და დაამკვიდრა ატონის კულტი.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/ff/Teje.jpg/320px-Teje.jpg)
ზოგიერთი შემონახული ცნობარიდან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა რომ ტიიას დიდი ზეგავლენა ჰქონდა თავისი მეუღლის სამეფო ტახტზე, ის აქტიურად მონაწილეობდა არა მხოლოდ ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრეაბში არამედ აქტიურად მონაწილეობდა დღეობებზე და ცერემონიალებზე, ყოველთვის თან დაჰყვებოდა თავის მეუღლეს მთელი ქვეყნის მასშტაბით და იგი ესწრებოდა სახელმწიფო ღონისძიებებს და დიდებულები აქებდნენ მას. შემორჩენილია წერილი რომელსაც მითანის მეფე თუშრათა ამენხოტეპ IV-ს წერდა. წერილი ადასტურებს, რომ ტიია დიდ როლს ასრულებდა ამენჰოტეპ III-ის პოლიტიკაში.
დედოფლის ძალა განსაკუთრებით ნათლად გამოვნილდა როდესაც მან დაიწყო საკუთარი აკლდამის მშენებლობა, დღევანდელი სუდანის ტერიტორიაზე. ის ხელმძღვანელობდა აკლდამის მშენებლობის პროცესს, მან ააღორძინა სამეფო მმართველობა ტრადიციული მეთოდებით - ააშენა ახალი ტაძარი.