![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/37/Tigran_Mets.jpg/640px-Tigran_Mets.jpg&w=640&q=50)
ტიგრან II
From Wikipedia, the free encyclopedia
ტიგრან II დიდი (სომხ. Տիգրան Մեծ, ბერძ. Τιγρανης, ლათ. Tigranes) — დიდი სომხეთის მეფე ძვ. წ. 95-55 წლებში, მითრიდატეს სიძე, დაიპყრო მესოპოტამია და სირია. ძვ. წ. 69 წელს დაამარცხა რომაელმა მხედართმთავარმა ლუკულუსმა ტიგრანაკერტთან. ძვ. წ. 66 წელს პომპეუსს დამორჩილდა. ტიგრან დიდის სახელთან არის დაკავშირებული სომხეთის სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორიული გაფართოება.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/37/Tigran_Mets.jpg/320px-Tigran_Mets.jpg)