ტექნო
From Wikipedia, the free encyclopedia
ტექნო — ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც წარმოიშვა 1980-იანი წლების მიწურულს ქალაქ დეტროიტში (მიჩიგანი, აშშ). ტექნო, როგორც მუსიკალური ჟანრის სახელწოდება, პირველად ნახსენები იყო 1988 წელს. არსებობს ტექნოს სხვადასხვა სტილი, მაგრამ დეტროიტ-ტექნო მიიჩნევა ყველა სუბჟანრის საწყისად.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ტექნო}} |
ტექნო წარმოიშვა ევროცენტრული სინთეზური მუსიკის შერწყმით აფრიკულ და ამერიკულ სხვადასხვა სტილთან, როგორებიცაა ჩიკაგო ჰაუსი, ფანკი, ელექტრო და ელექტრონული ჯაზი. ამას დაემატა, ამერიკის კაპიტალისტური საზოგადოების ცხოვრებისთვის დამახასიათებელი წიგნის, ”მესამე ტალღა”, მითური და შეთხზული თემატიკის ზეგავლება. წიგნის ავტორია ელვინ ტოფლერი. ტექნოს, როგორც სტილის ერთ-ერთი დამფუძნებელი ხუან ატკინსი ამბობს, რომ ”ტექნო ეს არის მუსიკა, რომელიც ჟღერს, როგორც ტექნოლოგია”.