![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/88/Flag_of_Tegucigalpa.svg/langka-640px-Flag_of_Tegucigalpa.svg.png&w=640&q=50)
ტეგუსიგალპა
From Wikipedia, the free encyclopedia
ტეგუსიგალპა (ესპ. Tegucigalpa) — ჰონდურასის დედაქალაქი (1880–დან), უდიდესი ქალაქი და ფრანსისკო-მორასანის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი, ასევე ყველაზე დასახლებული ქალაქი . მოსახლეობა 1,682,725 ათ. კაცი (2006). სიდიდით მესამე ქალაქი ცენტრალურ ამერიკაში (გვატემალისა და სან-სალვადორის შემდეგ). ქალაქი მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მთებს შორის. მდინარე ჩოლუტეკის ხეობაში, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე.
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ტეგუსიგალპა Tegucigalpa | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||
დეპარტამენტი | ფრანსისკო-მორასანიფრანსისკო-მორასანი (დეპარტამენტი)| ფრანსისკო-მორასანი | ||
კოორდინატები | 14°05′39″ ჩ. გ. 87°12′24″ დ. გ. | ||
ქალაქის მერი | რიკარდო ალვარესი | ||
დაარსდა | 1578 | ||
პირველი ხსენება | 1578 | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1578 | ||
ფართობი | 201.5 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 990 მ | ||
მოსახლეობა | 1,126,534 კაცი (2010) | ||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||
საფოსტო ინდექსი | 11101 | ||
ოფიციალური საიტი | alcaldiadetegucigalpa.com | ||
ტეგუსიგალპა მასპინძლობს 25 საელჩოსა და 16 საკონსულოს. წარმოადგენს რამდენიმე სახელმწიფო საქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციას, მაგ: ENEE და HONDUTEL, ეროვნული ენერგეტიკისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების ძირითადი ბაზა. ქალაქში ასევე მდებარეობს, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საჯარო უნივერსიტეტი: ჰონდურასის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტი და ასევე ეროვნული საფეხბურთო გუნდი.
დედაქალაქში განთავსებულია საერთაშორისო აეროპორტი - ტონკონტინი, ცნობილია უკიდურესად მოკლე ასაფრენი ბილიკითა და უჩვეულო მანევრებით, რომელთა შესრულებაც პილოტებს ყოველი აფრენისას ან დაჯდომისას უხდებათ, რაღა თავი აარიდონ ირგვლივ მყოფ მთებს.
ქალაქის მმართველ ორგანოს წარმოადგენს ცენტრალური რაიონის მერია, ხოლო მმართველობას ახორციელებენ მერი და 10 მმართველი, რომლებიც მუნიციპალურ კორპორაციას ქმნიან.
ინფრასტრუქტურის შენარჩუნება, მოსახლეობის ზრდასთან ერთად, ვერ ხერხდება. არასაკმარისი ურბანული დაგეგმარება, მჭიდრო ურბანიზაცია და სიღარიბე წარმოადგენენ მიმდინარე პრობლემებს. ყოველდღიურად იქმნება პრობლემები გზებზეც, სადაც არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის პირობებში ვერ ხერხდება 400 000 ზე მეტი ავტომობილის ეფექტურად გადაადგილების უზრუნველყოფა. ეროვნულმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ერთად გადადგეს ნაბიჯები ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და გაფართოებისთვის, ასევე ქალაქში სიღარიბის შემცირების მიზნით განახორციელეს გარკვეული ცვლილებები.