From Wikipedia, the free encyclopedia
ტარტაროსი ან ტარტაროზი (ძვ. ბერძნ. Τάρταρος [tartaros] — „ქვესკნელი“, „ქვესკნელის სამეფო“) — ძელ ბერძნულ მითოლოგიაში ქვესკნელის უბნელესი ნაწილი, შავეთი. ჰესიოდეს მიხედვით, მესამე კოსმოგონიური პრინციპი (გეა-ეროსი-ტარტაროსი). უმძიმეს ცოდვათა დასასჯელი: სამმაგი მწუხრით, პოსეიდონის ნაჭედი სპილენძის კედლითა და ცეცხლის მდინარით (პირიფლეგეთონტით) გარემოცული საიქიო. ჰომეროსთან ტარტაროსი იმდენადვეა დაშორებული დედამიწიდან, რამდენადაც ზეცა, და სიკვდილივით ბნელია. ტარტაროსი ჰადესის ქვედა სკნელია, სადაც ურანოსმა მიაჯაჭვა ციკლოპები და ასხელა გოლიათები (ჰეკატონხეირები), რომლებიც შემდეგ გეას რჩევით ზევსმა ახსნა და მცველებად მიუჩინა ტარტაროსში ჩაყრილ ძლეულ ტიტანებს.
ტარტაროსი | |
---|---|
მითოლოგია: | ძველი საბერძნეთის რელიგია |
სხვა კულტურებში: | Tartarus და Q12960167? |
სქესი: | მამრობითი |
და-ძმა: | ნიქსი |
მეუღლე: | გეა |
შვილები: | Typhon, ტელქინები, Colophonus, Corydon, ექიდნე, Effra, Emphytus და Enceladus |
გამოსახულებები |
ქრისტიანულ რელიგიურ წარმოდგენაში ტარტაროსს ცვლის ჯოჯოხეთი, ჰადესს კი საიქიო. საიქიოში ყველა მიდის, ჯოჯოხეთში კი დიდი დამნაშავეები ხვდებიან. ტარტაროზი ხშირად ბოროტ არსებადაა მიჩნეული, იგი ეშმაკების მეთაური და წინამძღოლია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.