ედვარდ ტაილორი
From Wikipedia, the free encyclopedia
ედვარდ ბერნეტ ტაილორი (Sir Edward Burnett Tylor) (2 ოქტომბერი, 1832 - 2 იანვარი 1917) — ევოლუციონიზმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, ინგლისელი მეცნიერი სოციალური ანთროპოლოგიის ფუძემდებელი.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/12/Edward_Burnett_Tylor.jpg/150px-Edward_Burnett_Tylor.jpg)
ედუარდ ტიალორმა განათლება ტოტენჰემში, გროუვ ჰაუზში (Grove House) მიიღო. 1848 წელს მამამისის ჯოზეფ ტაილორის ბიზნესს შეუერთდა, თუმცა ოცი წლის ასაკში იძულებული გახდა შეეცვალა პროფესია. 1855-1856 წლებში იგი ამერიკაში მოგზაურობდა, 1856 წელს კუბაზე გაემგზავრა. კუბასა და მექსიკაში იგი ეთნოლოგ ჰენრი კრისტისთან ერთად მოგზაურობდა. სწორედ ამ პერიოდში დაინტერესდა ტაილორი ანთროპოლოგიური მეცნიერებით.
- 1871 წელს სამეფო საზოგადოების წევრად იქნა არჩეული
- 1875 წელს მიენიჭა ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება
- 1883 წლიდან ხელმძღვანელობდა იმავე უნივერსიტეტის მუზეომს
- 1884 წლიდან ხელმძღვანელობდა ანთროპოლოგიურ ჟურნალს (Reader in Anthropology)
- 1896 წელს ოქსფორდის ანთროპოლოგიის პროფესორის წოდება მიენიჭა
- 1912 წელს მიენიჭა სერის (რაინდის) წოდება