From Wikipedia, the free encyclopedia
სტივენ ალენ ბენსონი (ინგლ. Stephen Allen Benson; დ. 21 მაისი 1816, მერილენდი, აშშ — გ. 24 იანვარი 1865, გრანდ-ბასა, ლიბერია) — ლიბერიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის მეორე პრეზიდენტი 1856-1864 წლებში.
სტივენ ალენ ბენსონი | |
ლიბერიის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 იანვარი, 1856 – 4 იანვარი, 1864 | |
წინამორბედი | ჯოზეფ ჯენკინს რობერტსი |
მემკვიდრე | დანიელ ბეშიელ უორნერი |
ლიბერიის ვიცე-პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 იანვარი, 1854 – 7 იანვარი, 1856 | |
პრეზიდენტი | ჯოზეფ ჯენკინს რობერტსი |
წინამორბედი | ენტონი უილიამსი |
მემკვიდრე | ბევერლი იტესი |
დაბადებული | 21 მაისი, 1816 ქემბრიჯი, მერილენდი, აშშ |
გარდაცვლილი | 24 იანვარი, 1865 (48 წლის) გრანდ-ბასა, ლიბერია |
პოლიტიკური პარტია | ლიბერიის რესპუბლიკური პარტია |
ბენსონი დაიბადა 1816 წელს მერილენდის შტატში, აშშ. 1822 წელს მისი ოჯახი უკეთესი ცხოვრების ძიების მიზნით გადასახლდა ახლადჩამოყალიბებულ ლიბერიაში. რამდენიმე ხნის შემდეგ ლიბერია ხელში ჩაიგდეს აბორიგენებმა და რამდენიმე თვე სტივენ ბენსონი ტყვედ ჰყავდათ აყვანილი.
1835 წელს სტივენ ბენსონმა მუშაობა დაიწყო მილიციაში, ხოლო უკვე 1842 წელს კოლონიური კონსულია. 1847 წელს, ლიბერიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იგი მოსამართლე გახდა.
1853 წელს ბენსონი გახდა ჯოზეფ ჯენკინს რობერტსის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 1856 წელს მისგან მიიღო პრეზიდენტის თანამდებობა. 1857 წელს მან მოახდინა მერილენდის რესპუბლიკის ანექსია.
1862 წელს, მისი პრეზიდენტობისას, ლიბერია დამოუკიდებელ ქვეყანად სცნო აშშ-მა. ამავე წელს სტივენ ალენ ბენსონი ესტუმრა ევროპას. მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, ბენსონმა იცოდა ადგილობრივი ტომების ენა და შეეძლო მათთან თანამშრომლობის დამყარება.
საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ იგი დაუბრუნდა თავის პლანტაციას გრანდ-ბასის საგრაფოში, სადაც ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.