სტატისტიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
სტატისტიკა — მეცნიერება მონაცემების შეგროვების, დამუშავების, ანალიზისა და მათზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთების შესახებ. ასევე არსებობს სტატისტიკის ქვედარგი მათემატიკური სტატისტიკა, რომელიც ამ დარგის თეორიულ ასპექტებს სწავლობს. სტატისტიკოსი არის ადამიანი, რომელიც კარგადაა გათვითცნობიერებული სტატისტიკური ანალიზის მეთოდებში და შეუძლია მათი პრაქტიკულად გამოყენება. სტატისტიკა ეფუძნება დარგს მათემატიკური სტატისტიკა, რომელიც წარმოადგენს მათემატიკის ქვედარგს და მათემატიკურად სწავლობს იმ მეთოდებს, რომლებიც სტატისტიკაში გამოიყენება.
ტერმინს „სტატისტიკა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ სტატისტიკა (მრავალმნიშვნელოვანი). |