სტამბოლის ათათურქის აეროპორტი (IATA: ISL, ICAO: LTBA) (თურქ. İstanbul Atatürk Havalimanı; სრული სახელით სტამბოლის მუსტაფა ქემალ ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი) — სტამბოლის მთავარი საერთაშორისო აეროპორტი და თურქეთის ყველაზე დიდი აეროპორტი, მგზავრთა საერთო რაოდენობის, მიმართულებებისა და თვითმფრინავების მოძრაობით. პირველად გაიხსნა 1912 წელს იეშილქიოიში, ქალაქის ევროპულ მხარეს, როგორც სამხედრო აეროდრომი. მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან 24 კმ დასავლეთით[5] და არის თურქეთის ავიახაზების მთავარი ჰაბი. ქალაქის სხვა, უფრო პატარა საერთაშორისო აეროპორტია საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტი. 2017 წლის თებერვლის მდგომარეობით, ათათურქის აეროპორტიდან სრულდებოდა 273 პირდაპირი (ნონ-სტოპ) რეისი მსოფლიოს მასშტაბით, რაც მას ამ მიმართულებით მსოფლიოს მეორე აეროპორტად აქცევს, ფრანკფურტის აეროპორტის შემდეგ.[6]
სტამბოლის ათათურქის აეროპორტი İstanbul Atatürk Havalimanı | ||
---|---|---|
ინფორმაცია | ||
ტიპი | საჯარო | |
მფლობელი | სახელმწიფო აეროპორტების მთავარი სამმართველო | |
ოპერატორი | TAV Airports Holding | |
ემსახურება | სტამბოლი, თურქეთი | |
ადგილმდებარეობა | იეშილქიოი, ბაქირქიოი, სტამბოლი, თურქეთი | |
ჰაბი | AtlasGlobal Onur Air თურქეთის ავიახაზები (2019 წლის 6 აპრილამდე)[1] | |
აშენდა | 1912 (როგორც აეროდრომი) 1953 (როგორც აეროპორტი)[2] | |
სიმაღლე ზდ | 50 მ | |
კოორდინატები | 40°58′34″ ჩ. გ. 028°48′51″ ა. გ. | |
ვებ-გვერდი | ataturkairport.com | |
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადბ) | ||
ნომერი | ზომები | საფარი |
17L/35R | 3,000 მ | ბეტონი |
17R/35L | 3,000 მ | ბეტონი |
05/23 | 2,580 მ | ასფალტი |
სტატისტიკა (2018) | ||
სულ მგზავრი | 67,981,446[3] | |
საერთაშორისო მგზავრი | 48,811,305 | |
წყარო: „Turkish AIP at Eurocontrol“[4] |
აეროპორტის თავდაპირველი სახელი იყო „იეშილქიოის აეროპორტი“. 1980-იან წლებში „სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი“ დაერქვა, რაც ქემალ ათათურქის პატივსაცემად გაკეთდა, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი იყო. აეროპორტი, 2015 წელს 60 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც მას მთელ მგზავრთა მოძრაობის თვალსაზრისით მსოფლიოში მე-11, ხოლო საერთაშორისო მგზავრთა მოძრაობის თვალსაზრისით მე-10 ყველაზე დატვირთულ აეროპორტად აქცევს. 2017 წლის მდგომარეობით, ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის მე-5 ყველაზე დატვირთული აეროპორტია, ლონდონის ჰითროუს აეროპორტი, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტის, ფრანკფურტის აეროპორტისა და ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტის შემდეგ.[7]
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.