საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკა / From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, საქართველოს სსრ (რუს. Грузинская Советская Социалистическая Республика, Грузинская ССР; 25 თებერვალი, 1921 — 9 აპრილი (დე ფაქტო) [26 დეკემბერი (დე იურე)], 1991) — თხუთმეტიდან ერთ-ერთი მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სსრ კავშირის შემადგენლობაში. დედაქალაქი — ქალაქი თბილისი.
საქართველოს სსრ რუს. Грузинская ССР | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
ჰიმნი საქართველოს სსრ ჰიმნი | |||||||||
საქართველოს სსრ-ს რუკა. | |||||||||
დედაქალაქი | თბილისი | ||||||||
უდიდესი ქალაქები | თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, სოხუმი | ||||||||
ენა | ქართული, რუსული | ||||||||
რელიგია | ათეიზმი | ||||||||
ფართობი | 69 700 კმ² | ||||||||
მოსახლეობა | 5 400 841 (1989 წლისთვის) | ||||||||
მმართველობის ფორმა | საბჭოთა რესპუბლიკა | ||||||||
სატელეფონო კოდი | +3 | ||||||||
1921 წლის 16 თებერვალს ოკუპირებულ შულავერში საქართველოს რევკომის მიერ გამოცხადდა საქართველოს სსრ, როგოც „საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა“ (რუს. Социалистическая Советская Республика Грузия, ССР Грузия, ССРГ)[1]. საბჭოთა საქართველომ აღნიშნული სახელწოდებით იარსება 1936 წლამდე.
საქართველო, სსრკ-ს მოკავშირე რესპუბლიკა „საქართველოს სსრ“-ის სახელით ცნობილი იყო 1990 წლის 15 ნოემბრამდე. გარდამავალ პერიოდში 1991 წლის 9 აპრილამდე საქართველო „საქართველოს რესპუბლიკის“ სახელით კვლავ რჩებოდა სსრკ-ის მოკავშირე რესპუბლიკად[კ 1].
მიუხედავად საბჭოთა კავშირში მიღებული 1990 წლის 3 აპრილის კანონისა, რომლის მიხედვითაც გაწერილი იყო თუ რა პროცედურები იყო საჭირო მოკავშირე ქვეყნის კავშირიდან გასასვლელად, საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარებული 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი იყო 1990 წლის კანონისაგან დამოუკიდებელი მოვლენა ქვეყნის ისტორიაში, რომლის საფუძველზე 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ საქართველოს კავშირში 70-წლიანი ყოფნა გამოაცხადა ქვეყნის ოკუპაციის პერიოდად და საქართველოს რესპუბლიკა გამოაცხადა 1918 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დე იურე და დე ფაქტო დამოუკიდებელი გახდა 1991 წლის 9 აპრილიდან, საბჭოთა კავშირი მაინც თვლიდა მას მოკავშირე რესპუბლიკად ვიდრე მის დაშლამდე.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის გამოცხადებას მალევე მოჰყვა შედეგი აღიარებების სახით. საქართველოს დამოუკიდებლობა სცნეს: 1991 წლის 27 აგვისტოს — რუმინეთი და მოლდოვა, 30 აგვისტოს — აზერბაიჯანი, 13 სექტემბერს — სომხეთი, 12 დეკემბერს — უკრაინა, 16 დეკემბერს — თურქეთი, 20 დეკემბერს — ლიეტუვა და მონღოლეთი, 25 დეკემბერს — აშშ, კანადა და ირანი, 26 დეკემბერს — ინდოეთი, ბრაზილია, კუბა, ტაილანდი, 27 დეკემბერს — ჩინეთი, ბელორუსია, სლოვენია, ვიეტნამი, ეგვიპტე, ალჟირი, 28 დეკემბერს — ხორვატია, იორდანია, 30 დეკემბერს — ლიბანი, 31 დეკემბერს — პაკისტანი, 1992 წლის 2 იანვარს — ერაყი, ეთიოპია, ლაოსი და ა.შ[2].