სსრ კავშირის საბჭოების VIII ყრილობა
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
სსრკ საბჭოების VIII (საგანგებო) ყრილობა (რუს. Чрезвычайный VIII Всесоюзный съезд Советов) — სსრ კავშრის საბჭოების რიგით მეშვიდე ყრილობა, მიმდინარეობდა 1936 წლის 25 ნოემბერი - 5 დეკემბერს მოსკოვში. ესწრებოდა 2016 დელეგატი გადამწყვეტი ხმით. სოციალური შემადგენლობა: მუშა 42%, გლეხი 40%, მოსამსახურე 18%. პარტიული შემადგენლობა: კომუნისტი 72%, უპარტიო 28%. წარმოდგენილი იყო 63 ეროვნება.
ყრილობა მოიწვიეს სსრკ ახალი კონსტიტუციის პროექტის განსახილველად და დასამტკიცებლად, რომელიც წარმოადგინა 1935 წლის 6 თებერვალს საბჭოების VII ყრილობის მიერ არჩეულმა სსრკ ცაკის საკონსტიტუციო კომისიამ. ჯერ კიდევ 1936 წლის 11 ივნისს ახალი კონსტიტუციის პროექტი მოიწონა სსრკ ცაკმა და გამოქვეყნდა სახალხო განხილვისათვის. ყრილობაზე სსრკ ახალი კონსტიტუციის პროექტის შესახებ მოხსენებით გამოვიდა ი. სტალინი. მოხსენებაში მოცემული იყო იმ ძირეულ ცვლილებათა ანალიზი, რომელიც მოხდა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში 1924 წლის შემდეგ (სსრკ I კონსტიტუციის მიღებიდან), ეკონომიკაში განმტკიცდა მეურნეობის სოციალისტური სისტემა. შეიცვალა არა მარტო საზოგადოების კლასობრივი სტრუქტურა, არამედ მუშათა კლასის, გლეხობისა და ინტელიგენციის სოციალისტური ბუნება. ყველა ეს და სხვა მრავალი აისახა სსრკ ახალ კონსტიტუციაში.
ყრილობამ ძირითადად მოიწონა და მიიღო სსრკ კონსტიტუციის პროექტი იმ დამატებითა და შესწორებატა განსახილველად, რომლებიც გამოითქვა როგორც საყოველთაო-სახალხო განხილვის, ისე ყრილობის მუშაობის დროს, და საბოლოო ტექსტის დასადგენად შეიქმნა სარედაქციო კომისია 220 კაცის შემადგენლობით (თავმჯდომარე ი. სტალინი). 1936 წლის 5 დეკემბერს ყრილობამ ერთხმად დაამტკიცა სსრკ ახალი კონსტიტუციის საბოლოო ტექსტი, რომელიც წარმოადგინა სარედაქციო კომისიამ. ეს კონსტიტუცია მოქმედებდა 1977 წლის ოქტომბრამდე, სსრკ ახალი კონსტიტუციის მიღებამდე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.