საქართველოს არმიის გენერალი From Wikipedia, the free encyclopedia
სპირიდონ მიხეილის ძე ჭავჭავაძე (დ. 3 მარტი, 1878 — გ. 1952) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1918).
სპირიდონ ჭავჭავაძე | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 3 მარტი, 1878 |
დაბადების ადგილი | რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 1952 |
გარდაცვალების ადგილი | ციხე |
წოდება | გენერალი |
ბრძოლები/ომები |
რუსეთ-იაპონიის ომი პირველი მსოფლიო ომი აგვისტოს აჯანყება |
დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ ელისავეტგრადის საკავალერიო სასწავლებელი (1-ლი თანრიგით) და ოფიცერთა საკავალერიო სკოლა (1 თანრიგით, 1913). სამხედრო სამსახურში იყო 1898 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში გენერალ-ადიუტანტ მიშჩენკოს კორპუსის შემადგენლობაში. I მსოფლიო ომის (1914-1918) დროს იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე ვლადიმირის ულანთა მე-13 პოლკის შემადგენლობაში. 1916 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება და მომდევნო წელს დაინიშნა იმავე პოლკის მეთაურად. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი სოფ. ოლონეცთან ბრძოლაში 1915 წლის 19 სექტემბრის ბრძოლაში, როდესაც როტმისტრის ჩინით მეთაურობდა ესკადრონის კონტრიერიშს გერმანელთა ქვეით ნაწილებზე. ამისთვის წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენი მიიღო (1916). დაჯილდოებული იყო ასევე წმ. ანას IV (1906), III (1912, ხმლებითა და ბაბთით 1914), II (1914), წმ. სტანისლავის III (1906), II (1914) ხარისხის ორდენებით, გიორგის იარაღით (1916).
1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში (სარემონტო სექციის უფროსი). 1924 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა დანიშნა ანტისაბჭოთა აჯანყების მთავარსარდლად. აჯანყების მარცხის შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად წავიდა ემიგრაციაში. 1930-იან წლებში იყო პარიზში „ქართული ეროვნული კომიტეტის“ თავმჯდომარე (ამ პოზიციაზე შეცვალა ალექსანდრე ასათიანი). 1947 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1951 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა და მიუსაჯა 25-წლიანი პატიმრობა. გარდაიცვალა ციხეში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.