სოჭის ოკრუგი
From Wikipedia, the free encyclopedia
სოჭის ოკრუგი (რუს. Сочинский округ; 23 მაისი (4 ივნისი), 1896 — 11 მაისი, 1920) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიის შავი ზღვის გუბერნიაში. მდებარეობდა გუბერნიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მოქცეულს კავკასიონის მთავარი ქედსა და შავ ზღვას შორის. ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა ტუაფსეს ოკრუგი, სამხრეთით — სოხუმის ოკრუგი, აღმოსავლეთით — ყუბანის ოლქის მაიკოპის განყოფილება. ფართობი — 4 478 კმ². ადმინისტრაციული ცენტრი — სოჭი.