From Wikipedia, the free encyclopedia
სოციალური პროგრესივიზმი ან უბრალოდ პროგრესივიზმი — პოლიტიკურ-ფილოსოფიური თვალსაზრისი რომელიც ეფუძნება პროგრესის იდეას, რომელიც თავისმხრივ ამტკიცებს, რომ მეცნიერულ, ტექნოლოგიურ, ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალურ ორგანიზებას სასისოცხლო მნიშვნელობა აქვს ადამიანის საარსებო გარემოს გაუმჯობესებაში. პროგრესივიზმმა პოპულარობა მოიპოვა განმანათლებლობის ეპოქაში, როდესაც საზოგადოების დიდ ნაწილში ჩამოყალიბდა შეხედულება, რომ ევროპა აჩვენებდა, რომ საზოგადოებას შეეძლო განვითარება და ველური მდგომარეობიდან ცივილიზებულად გარდაქმნა ემპირიული ცოდნის საფუძველზე.[1] პროგრესივიზმის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ ნორმები და მორალური ღირებულებები არ არის დადგენილი ისტორიის მიერ, არამედ ისინი უნდა გადამუშავდეს მეცნიერული ცოდნით და კრიტიკულად უნდა შევიმეცნოთ საზოგადოებისა და კულტურის გაგება ჩვენში. ეს მცნება ხშირად ასოცირდება ინტერნაციონალურ პოლიტიკურ მოძრაობასთან, რომელიც ამ ხედვას ეფუძნება. დღევანდელობაში პროგრესივიზმმა ისტორიული მნიშვნელობისგან მკვეთრად აცდენილი მნიშვნელობა ეკონომიკურ ასპექტში მიიღო. დასავლურ კულტურაში ტერმინის მნიშვნელობა ჩამოყალიბდა სოციალური ცვლილებების გავლენით, რომლებიც განპირობებული იყო ინდუსტრიალიზაციის შემდგომ, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. პროგრესივიზმის თანამედროვე ხედვის ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა იდეამ, რომ პროგრესს აფერხებდა ძლიერი ეკონომიკური უთანასწორობა, რის მიზეზადაც მინიმალურად რეგულირებადი ბაზარი და ჩაურეველი (laissez-faire) კაპიტალიზმი მოისაზრებოდა.[2] მიუხედავად პროგრესივიზმის იდეების ისტორიული განვითარებისა, რაშიც წვლილი კლასიკური ლიბერალიზმის დამცველმა ფილოსოფოსებმა შეიტანეს,[3] ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, პროგრესივიზმი ჩამოყალიბდა სოციალ-დემოკრატიისა და სოციალური ლიბერალიზმის ასპექტად და მათ ერთგვარ სინონიმადაც კი.[4][5] ამერიკის შეერთებულ შტატებში პროგრესივიზმმა თანამედროვე ამერიკული ლიბერალიზმის სინონიმის მნიშვნელობა მიიღო, რომელიც სწორედ სოციალური ლიბერალიზმისა და სოციალ-დემოკრატიის სინთეზს წარმოადგენს, რადგან მხარს უჭერს სახელმწიფოს მიერ ბაზრის რეგულირების იდეას და კეთილდღეობის სახელმწიფოს, თუმცა ტიპური სოციალ-დემოკრატიისგან განსხვავებით ეკონომიკის განვითარებაში იმედს ამყარებს კერძო სექტორზე ორიენტირებულ საბაზრო ეკონომიკაზე, ნაცვლად შერეული ეკონომიკისა.[6][7][8]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.