From Wikipedia, the free encyclopedia
სოციალისტური რეალიზმი (შემოკლებით აგრეთვე სოცრეალიზმი; რუს. Социалистический реализм) — ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში აღწერის მეთოდი, რომელიც სამყაროსა და ადამიანის სოციალისტურ კონცეფციებს ემყარება. მხატვრის მოვალეობა საკუთარი ნაწარმოებებით სოციალისტური საზოგადოების მშენებლობისთვის მსახური იყო. შესაბამისად, მას ცხოვრება სოციალიზმის იდეალების ფონზე უნდა გამოესახა. ტერმინში სიტყვა „რეალიზმი“ ლიტერატურას უკავშირდება, ხოლო „სოციალისტური“ — იდეოლოგიას. ეს ორი ცნება თავისთავად ურთიერთგამომრიცხავია, თუმცა ხელოვნების ამ თეორიაში ისინი ერთმანეთს ერწყმის. შედეგად კომუნისტური პარტიის კარნახით იქმნებოდა ნორმები და კრიტერიუმები, ხოლო ხელოვანი, იყო ეს მწერალი, მოქანდაკე თუ მხატვარი, ვალდებული იყო ამ ნორმების მიხედვით შეექმნა.
სოცრეალიზმის ლიტერატურა პარტიული იდეოლოგიის ინსტრუმენტი ხდებოდა. მწერალი ადამიანის სულის „ინჟინერი“ იყო. საკუთარი ტალანტით ის მკითხველზე ზემოქმედებას ახდენდა, როგორც პროპაგანდისტი. მისი მოვალეობა მკითხველის აღზრდა იყო პარტიის სულისკვეთებით და ამასთან მხარს უჭერდა მასში კომუნიზმის გამარჯვებისკენ ბრძოლისთვის შემართებას. პიროვნების სუბიექტური ქმედებები და მისწრაფებები აუცილებლად თავსებადი უნდა ყოფილიყო ისტორიის ობიექტურ მსვლელობასთან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.