From Wikipedia, the free encyclopedia
სოფია ფრედერიკა მეკლენბურგ-შვერინელი (გერმ. Sophie Friederike von Mecklenburg-Schwerin, დან. Sophie Frederikke af Mecklenburg-Schwerin; დ. 24 აგვისტო, 1758 — გ. 29 ნოემბერი, 1794) — მეკლენბურგ-შვერინის პრინცესა და ჰერცოგინია დაბადებით. დანიისა და ნორვეგიის ჰერალდიტარული პრინცესა როგორც ფრედერიკ დანიელის მეუღლე. დანიის მეფე კრისტიან VIII-ის დედა.
სოფია ფრედერიკა მეკლენბურგ-შვერინელი | |
---|---|
წოდებები
დანიის პრინცესა | |
დაიბადა | 24 აგვისტო, 1758 |
გარდაიცვალა | 29 ნოემბერი, 1794, (36 წლის) |
მეუღლე(ები) | ფრედერიკ დანიელი |
შვილ(ებ)ი |
კრისტიან VIII, დანიის მეფე იულიანა სოფია ლუიზა შარლოტა, ჰესენ-კასელის პრინცესა ფრედერიკი |
მამა | ლუდვიგი, მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგი |
დედა | შარლოტა სოფია საქსენ-კობურგ-ზაალფელდელი |
რელიგია | ლუთერანიზმი |
სოფია ფრედერიკა დაიბადა 1758 წლის 24 აგვისტოს შვერინში. იგი იყო მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგ ლუდვიგისა და მისი მეუღლის, ჰერცოგ ფრანც იოზეფის ასულ შარლოტა სოფია საქსენ-კობურგ-ზაალფელდელის ქალიშვილი. მისი ძმა იყო ჰერცოგი ფრიდრიხ ფრანც I.
1774 წლის 21 ოქტომბერს, კოპენჰაგენში იგი ცოლად გაჰყვა დანიისა და ნორვეგიის მეფე კრისტიან VII-ის ნახევარ-ძმასა და მის რეგენტს, პრინც ფრედერიკ დანიელს. მისი ქმარი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ V-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ერთადერთი ვაჟი. 1784 წელს მის ქმარს რეგენტის წოდება ჩამოერთვა, რის შემდეგაც ისინი კრისტიანსბორგის სასახლეში გადასახლდნენ და მშვიდად ცხოვრობდნენ. 1794 წელს, რევოლუციონერებმა კრისტიანსბორგის სასახლე გადაწვეს, რის შემდეგაც იგი კოპენჰაგენთან ახლოს მდებარე სორგენფრის სასახლეში გადავიდა, სადაც მალევე, 29 ნოემბერს, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.