სოპრანოს კლანი
From Wikipedia, the free encyclopedia
სოპრანოს კლანი ან უბრალოდ სოპრანოები (ინგლ. Sopranos) — ამერიკული სატელევიზიო დრამა, შექმნილი საკაბელო ტელეარხის HBO მიერ, ჩრდილოეთ ნიუ-ჯერსიში მცხოვრები იტალიურ-ამერიკული წარმოშობის გამოგონილი მაფიოზური ოჯახის შესახებ. გადაიღეს და ეთერში აჩვენეს ექვსი სეზონი, რომელთაგან ხუთი 13 ეპიზოდისგან შედგებოდა, ხოლო მეექვსე — ორნაწილიანი იყო 12 და 9 ეპიზოდით.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/0/06/IMG_4181.jpeg/320px-IMG_4181.jpeg)
1999 წელს ეთერში გაშვებიდანვე სერიალი კულტურული ფენომენი გახდა და ფართო პოპულარობა ჰპოვა, როგორც მაყურებლებში, ისე კრიტიკოსთა მხრიდან, დამდგმელების მიერ მაფიის ცხოვრების აღწერაში ახალი მიდგომის გამოყენების გამო. სერიალში გააშუქეს იტალიურ-ამერიკული საზოგადოების ცხოვრების პრობლემები, ადამიანის სულზე ძალადობის ეფექტები და საზღვრები იმისა, თუ რას თვლის საზოგადოება მორალურად.
სერიალში მონაწილეობდნენ განთქმული მსახიობები: ჯეიმზ განდოლფინი, ლორეინ ბრაკო, ედი ფალკო და მაიკლ იმპერიოლი. სიუჟეტი ზოგადად ეყრდნობა იმას, თუ რა წინააღმდეგობებს ხვდება ტონი სოპრანო, დიმეოს ოჯახის ბოსი, კრიმინალურ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრისას.