სოლოლაკი
From Wikipedia, the free encyclopedia
სოლოლაკი (იგივე სალალაკი) — თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი; ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირა მხარე. მდებარეობს მტკვრის მარჯვენა მხარეს, ამავე სახელწოდების მთის კალთაზე, ისტორიულად გარეუბნის შემადგენელი ნაწილი. უჭირავს სოლოლაკის ქედის დასავლეთ და მთაწმინდის ქედის სამხრეთის კალთებს შორის მდებარე ტერიტორია, ახლანდელი გ. ნიშნიანიძის, ლ. ასათიანის, ამაღლების, დ. ჭონქაძისა და გ. ლეონიძის ქუჩების მიდამოები.