სიღარიბე
From Wikipedia, the free encyclopedia
სიღარიბე — ინდივიდის ან სოციალური ჯგუფის ეკონომიკური მდგომარეობის მახასიათებელი. მდგომარეობა, რომელიც ძირითადად ხასიათდება პიროვნების საჭიროებებისათვის საკმარისი შემოსავლის, მატერიალური შესაძლებლობების არქონით.
სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ შეამცირონ სიღარიბე სხვადასხვა გზებით, მათ შორის საბაზისო საჭიროებების უზრუნველყოფით მათთვის, ვისაც არ შეუძლია გამოიმუშავოს საკმარისი შემოსავალი, თუმცა ეს მცდელობები შეიძლება გართულდეს სხვადასხვა მიზეზებით, როგორიცაა გლობალიზაციის შედეგები, ფინანსური და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა, სახელმწიფოთა ლიმიტირებული შესაძლებლობები, გადასახადებისგან თავის არიდება, ვალზე დამოკიდებულების მდგომარეობები, ტვინების გადინება ჯანდაცვის და განათლების სფეროდან და სხვა.