From Wikipedia, the free encyclopedia
სიუნიქის სამეფო (სომხ. Սյունիքի թագավորություն - სიუნიქი თაგავორუთიუნ), სივნიეთი, ბახკის (ბალკსის) სამეფო, კაპანის სამეფო — ფეოდალური სახელმწიფო სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, X საუკუნის II ნახევრიდან XII საუკუნემდე. მოიცავდა სიუნიქის ოლქს – თანამედროვე სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს. მისი დამაარსებელი იყო სიუნიქის მთავარი სმბატი, რომელიც 970 წელს მეფედ აკურთხეს. სამეფოს მართავდნენ ორბელიანთა დინასტიის წარმომადგენლები. სამეფოს პოლიტიკური ცენტრი იყო ღაფანი, ხოლო რელიგიური – ტათევის მონასტერი. სამეფომ განსაკუთრებულ აყვავებას მიაღწია XI საუკუნის პირველ ნახევარში ვასაკ I-სა და სმბატ II-ის მმართველობისას. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა იყო მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. აქ ითვლებოდა 43 ციხე, 48 მონასტერი და ათასზე მეტი სოფელი. 1170 წელს დაიპყრო სელჩუკთა მმართველმა ელდიგუზმა. მონღოლთა ბატონობის დროს სიუნიქის სამეფომ ნაწილობრივ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.