From Wikipedia, the free encyclopedia
სისხლის პლაზმა — სისხლის თხიერი ნაწილი, რომელშიც შეწონილ მდგომარეობაში იმყოფება სისხლის ფორმიანი ელემენტები. მის შედგენილობაში შედის ცილები, ნახშირწყლები, ლიპიდები, ელექტროლიტები, ჰორმონები, ვიტამინები, გახსნილი აირები და ნივთიერებათა ცვლის შუალედი პროდუქტები.
სისხლის პლაზმის ცილები, რომელთა რაოდენობა 7-8%-ს შეადგენს, მონაწილეობენ წყლის ცვლაში, ჰორმონების, ვიტამინების, ცხიმების ტრანსპორტში, სისხლის შედედების პროცესში. ელექტროლიტები იცავენ ოსმოსური წნევის მუდმივობას, სისხლის აქტიურ რეაქციას, გავლენას ახდენენ კოლოიდების მდგომარეობასა და ნივთიერებათა ცვლაზე. სისხლის პლაზმა შეიცავს მთელ რიგ ფერმენტებს, რომლებიც მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლისა და სისხლის შედედების პროცესში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.